ARFI GROUP
ARFI GROUP Geo Eng Rus  


მთავარი პროექტები სერვისები ჩვენ შესახებ საქართველო კონტაქტი
           

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
ხშირად დასმული კითხვები
 
 
ARFI GROUP საქართველო


საქართველოკავკასიის თვალწარმტაც მწვერვალებს შორის ჩაფლული და ულამაზესი შავი ზღვის სანაპიროს მქონე ქვეყანა - სქართველო. თავისი ულამაზესი ლანდშაფტებით, საუკუნოვანი კულტურით და საინტერესო ისტორიით, ოდითგანვე აჯადოვებდა თავის სტუმრებს.

ქვეყანას სამხრეთით ესაზღვრება თურქეთი და სომხეთი, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ-აღმოსავლეთით აზერბაიჯანი, დასავლეთით შავი ზღვა. რაც შეეხება კლიმატს, ის წარმოდგენილია სუბტროპიკული ჰავის სახით. დედაქალაქი -თბილისი, სახელმწიფო ენა - ქართული.
საქართველო უხსოვარი დროიდან აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციების დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენდა. ამან განაპირობა მისი კულტურის მრავალფეროვნება და ნაირსახეობა. ქართული დამწერლობა უძველესია და საუკუნეებს ითვლის, ის ერთერთია მსოფლიოს 14 დამწერლობას შორის. ამ ქვეყანაში მოგზაურობისას თქვენ აუცილებლად უნდა მოისმინოთ ქართული ნაციონალური სიმღერა, რომელიც გამორჩეულია თავისი პოლიფონიურობით. გალაქტიონ ტაბიძე წერდა: „არსად ისე არ მღერიან, როგორც აქ, ამ ქვეყანაში“. უნდა ისიამოვნოთ ნაციონალური ცეკვებით. ქართული ცეკვა მრავალფეროვანია, ყოველ კუთხეს გააჩნია თავის ტრადიციებზე და ადათ წესებზე დაფუძნებული ქორეოგრაფია.საქართველო
ფასდაუდებელია ქართული ხუროთმოძღვრება. მრავალსაუკუნოვანი ეკლესია მონასტრები, კლდეში ნაკვეთი ქალაქები, სადაც სანთლის შუქზე იქმნებოდა გენიალური ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები, საეკლესიო მსახურთა მიერ.
აღსანიშნავია კლდეში ნაკვეთი ქალაქები: ვარძია, დავიდ გარეჯი, უფლისციხე.
საქართველოს შეუძლია იამაყოს იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლებით. გელათის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც აგებულია მეთორმეტე საუკუნეში დავით აღმაშენებლის მიერ. აქ შემონახულია ხელნაწერთა და ჭედური ხელოვნების უნიკალური ნიმუშები. მონასტერში ფუნქციონირებდა აკადემია, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთაც საკმაოდ ცნობილი იყო.
ქალაქ მცხეთაში მდებარე ტაძრები: სვეტიცხოველი და ჯვარი. სვეტიცხოველი განეკუთვნება მეთერთმეტე საუკუნის ძეგლს, უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს მის სტუმარზე ის ფაქტი, რომ სწორედ ტაძარშია ასვენია იესო ქრისტეს კვართი.
ჯვრის სამონასტრო კომპლექსი, აშენებულია მეექვსე - მეშვიდე საუკუნეებში.
უშგული - სოფელი ზემო სვანეთში, რომელიც მიჩნეულია ყველაზე მაღალ დასახლებულ პუნქტად ზღვის დონიდან. ზღვის დონიდან მისი სიმაღლეა 2200მ.
საქართველოსაქართველო ითვლება ღვინის სამშობლოდ, აქ უძველესი დროიდან გამოყავდათ სხვადასხვა ყურძნის ჯიშები. დღეისათვის, ღვინოს ამზადებენ, როგორც თანამედროვე სტანდარტებით და ტექნიკით, ასევე ძველი მამა-პაპური ტრადიციების ნიადაგზე. ღვინის წარმოების მიხედვით, განსაკუთრებით ცნობილია კახეთის რეგიონი. აქ წარმოდგენილია ბევრი ქარხანა, რომლებიც მუდმივ მზადყოფნაში არიან უმასპინძლონ სტუმრებს. ქართული ღვინო კარგადაა ცნობილი საზღვარგარეთ: ხვანჭკარა, საფერავი, წინანდალი, ქინძმარაული, მუკუზანი, თელიანი და სხვა მრავალი.
ისტორიამ შემოგვინახა ლეგენდები და ფაქტები, რომ საქართველო იყო არგონავტების, მარკო პოლოს, ბევრი ცნობილი მოგზაურის  მასპინძელი ქვეყანა. საუკუნეების მანძილზე  მის ტერიტორიაზე გადიოდა ცნობილი აბრეშუმის გზა. საქართველო მიმზიდველია წელიწადის ნებისმიერ დროს. ზამთარში შეგიძლიათ დაისვენოთ სამთო-სათხილამურო კურორტებზე. თქვენ გეპატიჟებათ ბაკურიანი, გუდაური, მესტია, გოდერძი და გომელაური. აქ მოწყობილია თანამედროვე სათხილამურო ტრასები და წარმოდგენილია ფეშენებელური სასტუმროები, რომლებიც დამსვენებელს სთავაზობენ მაღალი დონის სერვისს. შავი ზღვის ულამაზესი სანაპირო განსაკუთრებით პოპულარული ხდება ზაფხულის პერიოდში. ცნობილი კურორტებია: ბათუმი, ჩაქვი, ურეკი, ქობულეთი, ანაკლია, სარფი, გონიო, გრიგოლეთი. აქ წარმოდგენილია, როგორც დაბალ ბიუჯეტიანი, ასევე მაღალ ბიუჯეტიანი სასტუმროები. ასევე ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები: შერატონი, რედისონი, ჯორჯია პალასი, ინტურისტი, ეიფორია, ჰილტონი და სხვა მრავალი. საქართველო, სტუმრებს სთავაზობს უნიკალურ შანსს - შესაძლებელია შუა ზაფხულში ისრიალოს გოდერძიზე და სულ რაღაც ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ კი გაცურო კამკამა შავი ზღვის წყალში.საქართველო ზღვისპირა კურორტებზე დასვენებასთან ერთად შესაძლებელია ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების დათვალიერება. შესაძლებელია მთიანი აჭარის მონახულება, განსაკუთრებით საინტერესო და შთამბეჭდავია სოფელი ქედა. შეუძლებელია დაისვენოთ შავ ზღვაზე და არ მოინახულოთ ქალაქი ბათუმი და მისი ბოტანიკური ბაღი. ბათუმის ბოტანიკური ბაღი დაარსდა 1912 წელს, კრასნოვის მიერ. აქ წარმოდგენილია მცენარეთა 5000-ზე მეტი ენდემური ჯიში. ბევრი მათგანი უნიკალურია და შეტანილი წითელ წიგნში.

საქართველო ეს არის დაუვიწყარი შთაბეჭდილებების ქვეყანა, რომელიც გპირდებათ დაუვიწყარ ემოციებს. ეს არის ქვეყანა, საიდანაც არასოდეს არ მოგინდებათ გამგზავრება!